weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

13:28 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ზურაბიშვილმა ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ცირკულარული მიგრაცია იყო.

„ვისაუბრეთ ცირკულარულ მიგრაციაზე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნაა ევროკავშირის პარტნიორების მიმართ. მზადყოფნა არის კვიპროსის მხრიდან, რომ ამ მიმართულებით და ამ კუთხით, ჩვენ ქვეყნებს შორის შედგეს შეთანხმება. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს იქნა ნათქვამი. საერთოდ, ყველანაირი დახმარება ჩვენს გზაზე, რომ მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ეს იყოს გაზიარებული კვიპროსის მიერ, როგორც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პარტნიორის ევროკავშირში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიპლომატიური ურთიერთობების 27 წლის განმავლობაში კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია. სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოს ანასტასიადის შეხვედრა შედგა პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]