weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუ კობახიძეს არ ჩამოაშორებენ, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ – ბესელია

15:24 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცესის დაწყებას აპირებს. ეს განცხადება ბესელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც პლენარულ სხდომაზე კობახიძემ მას მიკროფონი გამოურთო და სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა.

„კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება. ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ.

თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, ყველასთვის, რა თქმა უნდა, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორე, შინაასრობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა. არ იცის ურთიერთობა, როგორ მოიქცეს, რეგლამენტი როგორ დაიცვას. იცის მხოლოდ ჭერში ყურება, ან გვერდით გახედვა, რომ არ შეგამჩნიოს. ახლა მიკროფონების გამორთვა ისწავლა. სანამ ზემოთ მეორედ ავსულვარ, გონს მოეგოს“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რამაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და დეპუტატისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]