weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასამართლომ 2000-2000 ლარით დააჯარიმა

14:58 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019
ფოტო © ლაივპრესი ფოტო © ლაივპრესი

სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ანა წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია სამართალდამრღვევებად ცნო და 2000- 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ მიიღო.

ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია 11 აპრილს დააკავეს სოფელ ნარაზენში, სადაც ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს მტკიცებით, სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები) დააკავეს.

სანდრა რულოვსის განცხადებით, გადაცმული პოლიციელები მანქანით დასდევენ და მოსახლეობასთან შეხვედრების დროს პროვოკაციებს აწყობენ. მისივე თქმით, წითლიძე, პატარაია და ჩხეტია 11 აპრილს სწორედ ასეთი ინციდენტის შემდეგ დააკავეს.

„როდესაც ჩვენები მიადგნენ მათ მანქანას და ჰკითხეს ვინ იყვნენ, აღმოჩნდა, რომ გადაცმული პოლიციელები იყვნენ. სამართალდამცველებისგან დახმარება მოვითხოვეთ. ისინი მოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ ის ორი ადამიანი, რომლებიც უკანონო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულები, დააკავეს ჩვენი სამი ადამიანი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ ნარაზენში პოლიცია ანა წითლიძის შეტყობინების საფუძველზე მივიდა. თუმცა, მათი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენეს, არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ მოწოდებას, რის შემდეგაც პოლიციელები იძულებულები გახდნენ, დაეკავებინათ ის პირები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

რაც შეეხება მანუჩარ ჩხეტიას, მას ასევე წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სასამართო საქმეზე გადაწყვეტილებას 19 აპრილს გამოაცხადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]