weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მედიის თავისუფლების მხრივ პროგრესი გვაქვს – პრემიერი

17:47 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ტყუილია სუბიექტური მოსაზრება, თითქოს მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში უკუსვლაა, ჩვენ გვაქვს პროგრესი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის თქმით, მედიაგარემოს მხრივ რეიტინგში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა, რის დასტურადაც მან საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2019 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი მოიყვანა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, ეს ეხება მედიაგარემოსა და მედიათავისუფლებას. გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ წინ წაიწია და გაიუმჯობესა პოზიციები. ვგულისხმობ რეიტინგს, რომელიც მომზადებულია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ მედიაგარემო და ფაქტია, რომ მედიაგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება. ამას მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა პროგრესისკენ, მაგრამ თვითონ ამ რეიტინგში დაწინაურება არის ნათელი დადასტურება და ნათელი პასუხი ყველა იმ სუბიექტური მოსაზრების შესახებ, რომ თითქოს საქართველოში ჩვენ გვაქვს უკუსვლა მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ტყუილი. ჩვენ გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ორგანიზაციის„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Without Borders) 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით, 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა.

ორგანიზაცია საქართველოს 2013 წლიდან აფასებს. საქართველო 2013 წელს მე-100 ადგილზე იყო, 2014 წელს – 84-ზე, 2015 წელს – 69-ზე, 2016 და 2017 წლებში – 64-ზე, 2018 წელს კი 61-ზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]