weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მძინარა ჯო ბაიდენი“ – დონალდ ტრამპის ტვიტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააზიარა

10:19 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ ანგარიშზე გააზიარა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც იგი პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.

„მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას მართავს დიდებულ შტატში – პენსილვანიაში. რა თქმა უნდა, მან არ იცის, რომ პენსილვანიას ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური წელი აქვს თავის ისტორიაში, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ფოლადის მრეწველობის (რომელიც მკვდარი იყო) აყვავებით და დიდი მომავალით!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპის ეს „ტვიტი“ სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე 29 აპრილს, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული, რის შემდეგაც წაშალეს. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ეს არ იყო პირადად სალომე ზურაბიშვილის შეცდომა, „ტვიტი“ შემთხვევით გააზიარა ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელიც პრეზიდენტის ანგარიშს მართავს.

ჯო ბაიდენმა, რომელიც ორჯერ იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ბოლო 30 წელია რაც დელავერის შტატის სენატორია, 25 აპრილს განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]