weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ შესაძლო კიბერთავდასხმას შსს იკვლევს

15:55 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კიბერთავდახმის შესაძლო ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ამერიკის შეერთვებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ „ტვიტის“ გაზიარებას, სადაც იგი პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომის ან კიბერთავდასხმის ვერსიები.

„ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]