weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ – ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე

13:08 შაბათი, 04 მაისი 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური იზიარებს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების პათოსს, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება.

„რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ჩვენი მოქალაქე დაშავდა. რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ. სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ. ამის შემდეგ ვიტყვით, რომ ვთქვათ - ეს იყო შეცდომა, ან არ იყო შეცდომა, ან ძალოვნების შეცდომა იყო, თუ ვისი შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ ანალიზს“, – განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, სუს-ის უფროსმა უპასუხა, რომ ამ საკითხს სხვანაირად უნდა შევხედოთ, რადგან ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია.

„ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გათვლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა თუ ისე მოხდებოდა. თემა იყო - შევიდა სამშენებლო კომპანია, რომელსაც შეჰყვა რამდენიმე, 30-35 პოლიციელი და მას შემდეგ, რაც დაიძაბა ვითარება, მოხდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეყვანა. ეს იყო სულ.

იქ, მერე როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ანუ, პირობითად, უფრო მეტი უნდა შეგვეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სადღაც უნდა გამოსულიყვენენ, შესულიყყვნენ და ა.შ - ეს სხვა თემაა. ამის ანალიზია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩართულები ვიყავთ, იმიტომ, რომ ერთი მიმართულებაა. ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენც ვზრუნავთ, ასევე ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. ერთი ორგანიზმი ვართ. ის, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები, ან ისინი არ იყვნენ თემაში... რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით“, – განაცხადა გომელაურმა.

21 აპრილს, პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება პოლიციის თანხმებით „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის განახლებას მოჰყვა. შსს-ს ცნობით, შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

 

ამ თემაზე:

რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაში - მოვლენების ქრონოლოგია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]