weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო – პრემიერი

11:01 კვირა, 05 მაისი 2019

ფაქტია, რომ პანკისში ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ შეეფერება ჩვენს წარსულს, აწმყოს, მომავალს და იმ ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას პრემიერმა თქვა, რომ შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ანალიზს, თუ რა მოხდა და „როცა მომენტი დადგება, საზოგადოებას ყველაფერს განუმარტავს“.

„ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე კადრები იხილა და ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელია. მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა.

იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს.

სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხზე, ასევე, ორშაბათს იქნება საინტერესო შეხვედრა. უკვე კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ღირსეულად შევძლებთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარება დამატებითი ენერგიის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს მოსახლეობის ინტერესებისა და ეკოლოგიის ხარჯზე არ მოხდება.

 

ამ თემაზე:

რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაში - მოვლენების ქრონოლოგია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]