ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას პრემიერმა თქვა, რომ შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ანალიზს, თუ რა მოხდა და „როცა მომენტი დადგება, საზოგადოებას ყველაფერს განუმარტავს“.
„ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე კადრები იხილა და ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელია. მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა.
იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს.
სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხზე, ასევე, ორშაბათს იქნება საინტერესო შეხვედრა. უკვე კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ღირსეულად შევძლებთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში“, – განაცხადა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარება დამატებითი ენერგიის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს მოსახლეობის ინტერესებისა და ეკოლოგიის ხარჯზე არ მოხდება.
ამ თემაზე:
რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაში - მოვლენების ქრონოლოგია