weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყველა ექსცესს გამოვიძიებთ და დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა – გახარია ზუგდიდის ინციდენტზე

16:01 სამშაბათი, 14 მაისი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ დღეს, მერის რიგგარეშე არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.

„საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები შეფასებული იყო როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე - მიეცემა პასუხისგებაში.

არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია.

ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს დროს ინციდენტი მოხდა. როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიში“ იუწყება, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]