weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია – ღარიბაშვილი მაღაროელებს

15:09 პარასკევი, 17 მაისი 2019

„ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენს ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, სჭირდება დროული რეაგირება“, – განაცხადა ჭიათურაში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართულ ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, პირადად შეხვდება იმ მაღაროელებს, რომლებიც მეორე დღეა გაფიცულები არიან და აქციას მართავენ.

„ჩვენ შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, პირადად მოვისმენთ მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და მათი პირობები გაუმჯობესდეს.

მე მოვისმინე თქვენი მაჟორიტარისგან , რომ ჩვენს მაღაროელებს აქვთ ელემენტარული პრობლემები, მაგალითად კვების პრობლემა.

ის, რომ მენეჯმენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნორმალური კვება, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ძალიან მაინტერესებს და მინდა მოვისმინო მენეჯმენტის პასუხი, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება.

ის, რომ ჩვენს მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი და ღირსეული ჯანდაცვა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა? ის, რომ მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა? დაახლოებით ოთხი წლის წინ, ჩვენი ერთ-ერთი პირობა იყო, რომ კომპანიას დაეფინანსებინა საავადმყოფო ამ მაღაროში მომუშავეთათვის. მაშინ ეს პირობა მივიღეთ და კომპანიამ აიღო ვალდებულება, მაგრამ არ შეასრულა.

ამიტომ მე მინდა მივმართო ღიად კომპანიას, რომელიც დღეს მართავს ამ ძალიან სერიოზულ აქტივს, შეასრულეთ მოცემული პირობა ამ ხალხის წინაშე და ნუ მოვექცევით უსამართლოდ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დასაქმებული მაღაროელები გუშინ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.

„ჩვენი ეზოდან, ჩვენი ხელით ამოღებული მარგანეცით მილიარდებს შოულობენ და ჩვენ კაპიკებზე, საჭმელზე გველაპარაკებიან. 21-ე საუკუნეში სასადილოში რომ საკვების პრობლემა იქნება, სირცხვილია. უკვე სამი დღე რომ გავიდა, ვერაფერი შევჭამეთ და მშივრები მივდიოდით მაღაროში, იქიდან დაიწყო ყველაფერი“, – განაცხადა გუშინდელ აქციაზე ერთ-ერთმა მაღაროელმა.

გაფიცულები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ჭიათურაში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]