„მინდა მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მომავალი მერი. თუმცა, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, რომ მათ კვლავაც უნდა გააგრძელონ აქტიურობა“, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
გიორგი (გეგა) შენეგლიას მთავარი კონკურენტის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბი კი აცხადებს, რომ არჩევნებში ისინი იმარჯვებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სანდრა რულოვსი დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში.
ამ თემაზე:
15:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო – ცესკო