weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის მერის მოადგილე თუშიშვილი და 3 სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს

11:29 შაბათი, 25 მაისი 2019
ფოტოზე შოთა ნარეკლიშვილი ფოტოზე შოთა ნარეკლიშვილი

თელავის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თუშიშვილმა თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს ადმინისტრაციული სამსახურის, ასევე ინფრასტრუქტურის და შიდა აუდიტის სამსახურების უფროსებმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, გიორგი თუშიშვილმა, ნინო აფციაურმა, გია გიგიაშვილმა და ნუგზარ ბაჩიაშვილმა თავად გამოთქვეს სამსახურიდან წასვლის სურვილი.

„სხვადასხვა მიზეზები იყო, მაგალითად, ის, რომ ნაწილი კერძო სექტორში გადადის, ნაწილმა კი შეიცვალა პროფილი და სხვა სამსახურში დასაქმდა. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მინდა მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში ერთად გავწიეთ“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ორი თვის წინ თანამდებობა მერის ორმა მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა და გურამ გურაბანიძემაც დატოვეს.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი თანამშრომლების გათავისუფლებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ანგარიშსწორებად აფასებს.

„მინდა ვუთხრა ვუთხრა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მათ აშკარად დავარდნილ რეიტინგს თანამშრომლების ცვლილება ვერ უშველის. ეს არის თანამშრომლების მიმართ არგარიშსწორება. გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რომ თუ არჩევნებში თანამშრომელს ვერ მოჰქონდა გეგმა-ვალდებულებით დაკისრებული ხმები, ის თავისუფლდებოდა სამსახურიდან“, – განაცხადა ვარდოშვილმა ტელეკომპანია „თანამგზავრთან“ ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]