weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

15:48 ორშაბათი, 27 მაისი 2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს. ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი იყო.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატმა განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე.

იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – განაცხადა მახარაძემ.

ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

სტუდენტმა გოგომ რამდენიმე დღის წინ გამოცემა „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტუდენტისა და ლექტორის მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც.

„ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს“, – წერს „ბათუმელები“.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ტელეფონი გაუტეხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მოგვიანებით საქმე 139-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც უფრო მძიმე დანაშაულს – სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.

სტუდენტის ბრალდებებზე უნივერსიტეტის ეთიკის საბჭომ იმსჯელა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ანზორ ბერიძემ თქვა, ლექტორის ვერსია ტელეფონის გატეხვის შესახებ ეჭქვეშ დადგა, რადგან „მოისმინეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისგან და არის მტკიცებულებები“. ეთიკის საბჭოს ჯერ არ მოუსმენია სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]