weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვთქვი, რომ უკრაინაში ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, საქართველოშიც ჩავალ ძალიან მალე – სააკაშვილი

16:17 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მისი დაბრუნების გამო „ქართული ოცნება“ პანიკაში ჩავარდა.

„ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს? ჰოლანდიის მუდმივი მაცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი და პროკურატურა ხომ არ არის, რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ პარაშენკოს ეხვეწებოდა, რომ შენი ჭირიმე, არ გადმოსცე საქართველოსო“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თუ მისი საქართველოში დაბრუნება უნდათ, ის აუცილებლად დაბრუნდება.

„ჯერჯერობით ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე. ასე რომ, მე უკვე ვამზადებ ინფრასტრუქტურას. მთელი საქართველო უნდა მოემზადოს. ეს განხორციელდება ძალიან მალე და აუხდება ყველაფერი, რასაც ითხოვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე სამართლებრივი პროცედურები გრძელდება და მას „აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა“.

28 მაისს, უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს 2017 წელს ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგაც სააკაშვილი კიევში დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]