weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვიმსჯელებთ როგორ ვუპასუხოთ – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავაზე

22:59 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის, ნანა კოსტავას ფეისბუქ პოსტს ემიჯნება. როგორც ლატარიამ თქვა, „გუნდში დაწყებული აქვთ მსჯელობა, რა ფორმით და როგორ გაეცეს ამ ყველაფერს პასუხი“.

„ქალბატონო ნანა „ქართული ოცნების“ წევრია და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს თუ რა ფორმით და როგორ გაეცემა ამ ყველაფერს პასუხი. უახლოეს საათებში ექნება საზოგადოებას ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი. ერთს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის წუხს და ბოდიშს უხდის ოჯახს და მას თავისებური ახსნა აქვს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო“, – განაცხადა ლატარიამ საკრებულოს შენობასთან, სადაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს და ნანა კოსტავასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვეს.

მაია კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქზე გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. ვიდეოში სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

კოსტავას მიერ პოსტის გაზიარება დროში დაემთხვა 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ბარკერის 16 წლის და დაიღუპა. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის ამის შესახებ არ იყო ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]