weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნანა კოსტავასთან ერთად მუშაობას არ ვაპირებ – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

13:41 პარასკევი, 31 მაისი 2019

„არ ვაპირებ მასთან ერთად საკრებულოში ვიმუშაო“, – ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ დეპუტატ ნანა კოსტავასთან დაკავშირებით განაცხადა.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ლატარიამ თქვა, რომ ნანა კოსტავას, რომელმაც სოციალურ ქსელში არაეთიკური განცხადებები გააკეთა, საკრებულოდან წასვლა ურჩია.

„ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა, გამოვიყენეთ და ის გადაყენებულია ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან. მე მას ვურჩიე დაეტოვებინა საკრებულო, თუმცა, უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. მისი საკრებულოდან გაშვების ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა, პირადად მე არ ვაპირებ მასთან ერთად საკრებულოში ვიმუშაო“, – განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარე იყო. ფრაქციის წევრთა მოთხოვნით მან ეს თანამდებობა დღეს დატოვა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 28 მაისს ნანა კოსტავამ ფეისბუქზე გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. ვიდეოში სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავას მიერ პოსტის გაზიარება დროში დაემთხვა 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ბარკერის 16 წლის და დაიღუპა. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის ამის შესახებ არ იყო ცნობილი.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი ნანა კოსტავამ 2017 წლის 24 თებერვალსაც გამოაქვეყნა, როდესაც ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი საავადმყოფოში გარდაეცვალა. მაშინ საკრებულოს დეპუტატი წერდა, რომ „ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]