weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნანა კოსტავა საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს

10:54 პარასკევი, 31 მაისი 2019

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარე, ნანა კოსტავა, რომელმაც ფეისბუქში არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა, თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც საკრებულოში აცხადებენ, ეს გადაწვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ვფიქრობ და მიზანშეწონილად მიმაჩნია, გავითვალისწინო თქვენი აზრი და დავტოვო ჩემს მიერ დაკავებული თანამდებობა“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე კოსტავამ.

ნანა კოსტავასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდნენ ქუთაისის საკრებულოს შენობის წინ გუშინ შეკრებილი მოქალაქეები. ამავე მოთხოვნით ელექტრონული პეტიციაც შეიქმნა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა, რომ დეპუტატის ფეისბუქ პოსტს ემიჯნება. მისივე თქმით, გუნდში იმსჯელებდნენ, რა ფორმით და როგორ უპასუხებდნენ მას. 

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქზე გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. ვიდეოში სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

კოსტავას მიერ პოსტის გაზიარება დროში დაემთხვა 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ბარკერის 16 წლის და დაიღუპა. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის ამის შესახებ არ იყო ცნობილი.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი ნანა კოსტავამ 2017 წლის 24 თებერვალსაც გამოაქვეყნა, როდესაც ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი საავადმყოფოში გარდაეცვალა. მაშინ საკრებულოს დეპუტატი წერდა, რომ „ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

„ქართული ოცნება–კონსერვატორების“ ფრაქციას ნანა კოსტავას ნაცვლად ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]