weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა

12:32 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან ამ დრომდე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. ახალი მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

„პირევლ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. განათლება არის ეროვნული იდეა. ეს არის გაცხადებული პოლიტიკური მესიჯი და შესაბამისად, არის უდიდესი გამოწვევა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის. დაგვჭირდება ძალების მთლიანიად მობილიზება იმისთვის, რომ ღირსეულად ავუბათ ფეხი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას რეგიონში და ეფექტურები ვიყოთ ამ მიმართულებით. მზად ვარ, მთელი ჩემი გამოცდილება და კვალიფიკაცია, იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროშია, მოვახმარო ამ მიმართულებას და გავამართლო გუნდის იმედები“, – განაცხადა ახალმა მინისტრმა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მაია ხაჯიშვილი 2005 წლიდან 2017 წლამდე განათლების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო იურიდიული სამსახურის უფროსი.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური 26 მაისს გახდა. მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქში „რუსული დროშების ფრიალის“ გამო, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მინისტრის მოვალეობას დროებით ასრულებდა შამილიშვილის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, რომელიც 30 მაისს სამართალდამცველებმა დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]