weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

გამიხარდა შალვა თადუმაძის ინტერესი, უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე – წულუკიანი

11:58 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გაუხარდა გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ინტერესი უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე.

„ის, რომ ბატონ შალვას აქვს ინტერესი უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე, მედიიდან შევიტყვე. არ დაგიმალავთ, მისი ეს ინტერესი გამიხარდა კიდეც, მაგრამ დაველოდოთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან წინ აქვს კონკურსი. რაც შეეხება გენერალური პროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას, ვფიქრობ, ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება, რადგან, როგორც თავადაც ბრძანებს, შედარებით ახალდანიშნული გენპროკურორია, აქვს სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიზნები მისაღწევი და ვფიქრობ, რომ ის ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს დღესაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ერთ-ერთია 144 კანდიდატს შორის, ვისაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების შესარჩევად კონკურსი ხელახლა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იანვარში, საბჭოს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ, პარლამენტს მიმართეს, მათი კანდიდატურები არ განეხილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]