weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულომ არჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება ცნო

14:07 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალარჩეული მერის, გიორგი (გეგა) შენგელიას უფლებამოსილება ცნო. საკითხს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან მიაჩნიათ, რომ შენგელია მერად არადემოკრატიული არჩევნების გზით იქნა არჩეული.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში აქცია გამართეს. მათ ეჭირათ პლაკატები წარწერებით - „გეგა, ზუგდიდი შენს ვალს არ გადაიხდის“, „ძალად არჩეული მერი“, „მირანდა, საოლქო ბიძინას ბუტკა გგონია?“, „გია დანელია, შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ არჩევნების პროცესსა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო „ძალადობრივი“. მან შენგელიას უსურვა, ისე არ დაასრულოს მერის თანამდებობაზე მუშაობა, როგორც მისმა წინამორბედმა ლაშა გოგიამ, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ კი აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ხალხის მიერ არჩეული მერი ჰყავს და მის ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ გიორგი შენგელია კარგი მერი იქნება.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ 19 მაისის გამართულ მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს მოუგო.

გიორგი შენგლია 2018 წლის ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის „თიბისი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალის მმართველი იყო.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]