weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ – ბახტაძე სერგეენკოს გადადგომაზე

15:40 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ამასთან, პრემიერმა დაადასტურა, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებები განხორციელდება.

„მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებთ, ქართული მედია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას დატოვებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, აშშ-დან დაბრუნებული მამუკა ბახტაძე ამ საკითხთან დაკავშირებით სერგეენკოს 16 ივნისს შეხვდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]