weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს – თინა ბოკუჩავა

13:15 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მოითხოვს პარლამენტის წევრის მანდატი შეუჩერდეს ქართული ოცნებიდან დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარს, ზაქარია ქუცნაშვილს.

ბოკუჩავას თქმით, ქუცნაშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

„ვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია.

თუმცა, არ გამოგივათ ჯოხი გადატეხოთ ერთ დეპუტატზე, რადგან მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა „ქართული ოცნების“ სახე.

დიახ, მან ყველაზე ცხადად აჩვენა ის, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის სინამდვილეში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური პროექტი“, - განაცხადა ბოკუჩავამ პარლამენტში.

მეორე დღეა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია მიმდინარეობს. ასამბლეის სხდომა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ რუსი დეპუტატები საქართველოს დატოვებდნენ.

რუსი დეპუტატების პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს უმრავლესობის წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა და არჩილ თალაკვაძემაც.

პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]