weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნაძირალა ოკუპანტს ჩვენს პარლამენტში ვერასოდეს ვიხილავთ – ირაკლი სესიაშვილი

18:32 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

„ნაძირალა ოკუპანტს ჩვენს პარლამენტში ვერასოდეს ვიხილავთ. ეს, რაც მოხდა, ჩვენთვის იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული. შეწყდა. ყველა ტელევიზორთან ვერ იჯდებოდა, ვიმოქმედეთ ხო? აქედან გავიდნენ, ქვეყნიდანაც გავლენ“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სესიაშვილის თქმით, მომხდარი ყველასთვის კარგი გაკვეთილი იყო.

კითხვაზე, რატომ შემოუშვეს ქვეყანაში რუსეთის დუმის დეპუტატი, სესიაშვილმა უპასუხა: „როცა საერთაშორისო ურთიერთობაში ხარ, ცდილობ ცივილიზებულად წარმოაჩინო თავი“.

კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი რუსულ დელეგაციასთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად გუშინ ჩამოვიდა.

ასამბლეის სესია დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწო. სერგეი გავრილოვმა დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. შესვენების დროს „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და განაცხადეს, რომ გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავების უფლებას აღარ მისცემდნენ. მათივე თქმით, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდებოდა, თუ რუსი დეპუტატები სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, „ალბათ, მას უფრო მეტი უნდა მოენდომებინა“ ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ დღევანდელი სხდომა რუს დეპუტატს არ წაეყვანა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, რუსული დელეგაცია საქართველოს დატოვებს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, „მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა“.

„ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]