weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იქ დავიკავე ადგილი, სადაც მასპინძელმა მხარემ მიმიწვია – სერგეი გავრილოვი

11:09 პარასკევი, 21 ივნისი 2019

რუსეთის დუმის დეპუტატმა, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში ის ადგილი დაიკავა, რომელიც ქართულმა მხარემ შესთავაზა. ამ საკითხზე გავრილოვმა რუსულ „კომერსანტთან“ ისაუბრა.

„სადაც მიწვევს მასპინძელი მხარე, იქ ვიკავებ ადგილს. პროტოკოლის მიხედვით, ეს საპატიო ადგილი განკუთვნილია გენერალური ასამბლიის თავმჯდომარისთვის და არა მდივნისთვის. გენერალურ ასამბლეას უძღვება მხოლოდ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი - ამ შემთხვევაში მე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იგივე საპატიო ადგილზე ვიჯექი საბერძნეთის, ლიბანის და სხვა ქვეყნების პარლამენტებში - არანაირი პრობლემა არ ყოფილა. სადაც დამსვამს მასპინძელი, იქ დავჯდები. მოცემულ შემთხვევაში აქ დამსვეს. პრეზიდიუმში ადგილი დავიკავე საერთაშორისო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატთან ერთად“, – განაცხადა გავრილოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ასამბლეის ფორუმის საქართველოში ჩატარებას ორი წელი ითხოვდა.

„ეს ასამბლეა აერთიანებს 25 ქვეყანას და როგორც იქნა, ჩავედით საქართველოში. წერილობით მივიღეთ გარანტიები ყველა მონაწილის უსაფრთხოების და მათთან დაკავშირებით სანქციების არარსებობის თაობაზე. დღეს [20 ივნისს] მიგვიწვიეს საქართველოს პარლამენტში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა, ადგილი პრეზიდიუმში დამეკავებინა...“, – ამბობს გავრილოვი.

კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი რუსულ დელეგაციასთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად 19 ივნისს ჩამოვიდა. 20 ივნისს ასამბლეის სესია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწო, სადაც მან დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებდნენ და დარბაზში არ იმყოფებოდნენ. მათი პროტესტის შედეგად, პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

მოგვიანებით პარლამენტის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირკაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. მათ პარლამენტში შესვლაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]