„იქ, სადაც იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების, რა თქმა უნდა, დეტალურად შევისწავლით, მაგრამ რაც მთავარია, პოლიციამ 245-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რაც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.
ყველა ის ადამიანი, ვინც მოუწოდებდა და მოახერხა, ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის გარდაქმნას ძალადობრივ აქციასა და შტურმში პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გახიარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნანახი ვიდეოკადრები, სადაც პოლიციელი რეზინის ტყვიას დამიზნებით ესვრის ოპერატორს, გახარიამ განაცხადა, რომ არ აქვს ნანახი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდაღვევისთვის აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციიდან საავადმყოფოებში 240 დაშავებული გადაიყვანეს, საიდანაც 80 პოლიციელია. 105 დაშავებული საავადმყოფოში რჩება. რამდენიმე ადამიანს ქირურგიული ჩარევა და თვალის ამოღება სასჭირდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაცემებით, აქციაზე მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი დაშავდა.