weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება – გახარია

17:14 პარასკევი, 21 ივნისი 2019

„პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან. ისინი იდგნენ და იცავდნენ თავს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე.

„იქ, სადაც იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების, რა თქმა უნდა, დეტალურად შევისწავლით, მაგრამ რაც მთავარია, პოლიციამ 245-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რაც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

ყველა ის ადამიანი, ვინც მოუწოდებდა და მოახერხა, ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის გარდაქმნას ძალადობრივ აქციასა და შტურმში პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გახიარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნანახი ვიდეოკადრები, სადაც პოლიციელი რეზინის ტყვიას დამიზნებით ესვრის ოპერატორს, გახარიამ განაცხადა, რომ არ აქვს ნანახი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდაღვევისთვის აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციიდან საავადმყოფოებში 240 დაშავებული გადაიყვანეს, საიდანაც 80 პოლიციელია. 105 დაშავებული საავადმყოფოში რჩება. რამდენიმე ადამიანს ქირურგიული ჩარევა და თვალის ამოღება სასჭირდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაცემებით, აქციაზე მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]