weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო ქუჩის პროტესტის გამო – ნავალნი

10:13 შაბათი, 22 ივნისი 2019

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აკრიტიკებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების შესრულება აეკრძალებათ.

„პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ ქვეყანაში ქუჩის პროტესტია. აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ახლა ბევრი რუსი ვერ ჩავა იქ, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს. კითხვა მაქვს: რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?

ასევე არ მომწონს ეს: „პუტინმა ყველა ჩვენი ტურისტის გამოყვანის დავალება გასცა“. იყიდეს ადამიანებმა საგზურები. დალიეს ღვინო, ჭამეს მწვადი. ახლა კი მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, მეტი თვითმფრინავი აღარ იქნება. რა საქციელია ეს?“, – წერს ნავალნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში ფრენების განხორციელება დროებით აეკრძალებათ. როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განმარტა, ეს იძულებითი ზომაა, რათა „თბილისში განვითარებული ექსტრემისტული ქმედებების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, სესიის დროს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან მიმართა ქართველ და უცხოელ დეპუტატებს. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]