weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვხედავთ – ჩუგოშვილი

13:28 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 20 ივნისს, პარლამენტთან აქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს „არ ხედავს“.

„აქციის დაშლა შეიძლება თქვენ ძალიან არ გინდათ, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული და მძიმე ამ ამბავში ჩემთვისაც და ალბათ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველ რიგში იყო ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება სწორედ იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე. ეს არის ყველაზე მძიმე, რომ შეუძლებელი გახდა ძალის გამოყენების თავიდან აცილება. ეს არის რეალობა. როგორც მანამდე განვითარებულ პროცესებს, ასევე, შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევებს, ამ ყველაფერს, პირველ რგიში, უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი და ეს პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ და ისე, რომ კითხვები არ დარჩება არცერთ მხარეს. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული“, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ და გადადგა თანამდებობიდან.

„ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის მთალიანად ქვეყნის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენი პასუხი. რაც შეეხება ძალის გამოყენების შემთხვევებს, სადაც იყო არაპროპორციულობა, ამ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, ის ხალხი აგებს პასუხს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ამ განცხადებამდე, კახა კალაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი განხილული არ ყოფილა.

სამართალდამცველებმა 20 ივნისის საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს, რის შედეგადაც საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 80 პოლიციელი იყო. რამდენიმე ადამიანმა, რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო, თვალი დაკარგა.

საპროტესტო აქციები თბილისში დღემდეგ გრძელდება. დემონსტრანტები ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვოს. ამ მოთხოვნით რამდენიმე ადამიანმა შიმშილობაც დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]