weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის მოწმეები სუს-ის და შსს-ს თანამშრომლები არიან – ნაყოფია

12:52 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

„აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ იმას, რაც პროკურატურამ ბრალად წარუდგინა ნიკა მელიას, საერთო აქვს სამართალთან. ეს არის აბსოლუტურად ერთი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური დაკვეთა და ანგარიშსწორება ნიკა მელიასა და ოპონენტებზე“, – განაცხადა პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ.

მან პროკურორს ჰკითხა, იცის თუ არა, ვინ არიან ბრალდების მხარის მოწმეები ნიკა მელიას საქმეზე. ნაყოფიას ინფორმაციით, პროკურატრის მიერ მოწმეებად დასახელებული პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან.

„თქვენი ვითომ მოწმეები იცით თუ არა ვინ არიან? თუ არ იცით, მე გეტყვით: დავით ბარამაშვილი - სუს-ის თანამშრომელი; სანდრო ბარამაშვილი - შსს-ს თანამშროელი; ალექსი ბუიშვილი - ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე; ირაკლი შაიშმელაშვილი - თავდაცვის სამინისტრო; ნათია ბერიძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2018 წელს არჩევნებში, თქვენი კომისიის თავმჯდომარე თუ მისი მოადგილე ერთ-ერთ რაიონში და ამავე დროს ბაღის თანამშრომელი. რა არის ეს მეგობრებო? ესენი არიან მოწმეები? ესენი არიან მელიას მომხრეები, რომლებიც იქ იდგნენ და ვისზეც უნდა განახორცილოს მან შემდგომში ზეწოლა?“, – განაცხადა ნაყოფიამ და დეპუტატებს მოუწოდა, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირონ.

ამ დროისთვის პროკურატურის წარმომადგენლისთვის კითხვების დასმის პროცესი გრძელდება.

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რათა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

„აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენება იმ დროს როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულებასა და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას... ამასთანავე, სახეზე გვაქვს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტი, რაც გულისხმობს საფუძვლიან ეჭვს ბრალდებულის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]