weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში, დაგიბრუნდებით კარგი ამბებით – მაკო გომური

14:12 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

18 წლის მაკო გომური, რომელსაც რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისის აქციის დაშლისას გასროლილი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა და დაშავდა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავრა. მისი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ სახეში, თავსა და სასქესო ორგანოებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]