weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფანტაზია არ ეყოთ, მელიას და კირკიტაძის საქმეებში ერთი და იგივე მოწმეები არიან - ადვოკატი

17:01 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეში იგივე მოწმეები ფიგურირებენ, ვინც ჩვენება დავით კირკიტაძის წინააღმდეგ მისცეს. ამის შესახებ კონდახიშვილმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა.

„ჩემდა გასაკვირად, მეტი ფანტაზია არ ეყოთ და ერთი და იგივე მოწმეები ჰყავთ დავით კირკიტაძის საქმესა და ნიკა მელიას ბრალდების საქმეში, მაგალითად, ალექსი აბუაშვილი. თვითონ პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჯარო ვიდეოებში არ არის დასტური საჯარო ორგანიზებული ძალადობის მოწოდებისა, არის თურმე სხვა მოწმეთა ჩვენებები, სადაც ეს დასტურდება.

ის საჯარო ვიდეოები, რომლებიც შეიცავს ნიკა მელიას ორ განცხადებას, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და შევიდეთ პარლამენტის ეზოში, არ შეადგენს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

ვნახავ, რას წერენ ე.წ. მოწმეები, რომლებმაც ალბათ კულუარებში გაიგონეს, როგორ მოუწოდებდა ძალადობისკენ მელია, თუმცა ეჭვი მეპარება ეს იყოს რეალობასთან ახლოს“, – განაცხადა კონდახაშვილმა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად მივიდა.

პროკურატურა აპირებს, 20-21 ივნისს, პარლამენტის შონობათან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატს ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინოს. პროკურატურა აცხადებს, რომ არსებობს როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ დეპუტატს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]