weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა პროკურატურას ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობა მისცა

09:11 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ხმა 91-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, პროკურატურამ პარლამენტში არ წარადგინა საჭირო მტკიცებულებები, რაც მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის საკმარისი იქნებოდა. გარდა ამისა, მათი თქმით, პროკურატურის მოწმეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში სდებს. საქმე ეხება 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მიტინგის დროს, დეპუტატმა შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაზე.

ბრალდების მხარე სასამართლოში მოითხოვს ნიკა მელიას წინააღმდეგ პატიმრობა იქნებს გამოყენებული.

„ნიკანორ მელიას ბრალად წარდგენილი ქმედება, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო. შესაბამისად, ფაქტია, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა“, – აღნიშნა გულუაშვილმა.

მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება პროკურატურამ 25 ივნისს გამოიტანა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]