სამი დღის წინ გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა და 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლების დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გამოსვლის ნებართვა ითხოვა. გახარიას გამოსვლა პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ ჩანიშნულა და სავარაუდოდ, მინისტრი ამ კვირაში პარლამენტში არ მივა.
დღეს, 19:00 საათზე მედიის წარმომადგენლებს შეხვედება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც „ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე“, მიზანშეწონილად არ მიიჩნია გაწეული საქმიანობის შესახებ პარლამენტში ანგარიშის წარდგენა. ბახტაძეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ელოდნენ.