weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვიღებ ბოდიშებს, ვინც ამბობდა, რომ პარლამენტმა მელიას დაპატიმრებას დაუჭირა მხარი – წილოსანი

18:32 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

„ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ამბობდა რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდა.

„ინფორმაციისთვის ნიკა მელიას ეკრძალება: საცხოვრებელი სახლის დატოვება; საჯარო განცხადებების კეთება; მოწმეებთან კომუნიკაცია.

პარლამენტმა მხოლოდ მისცა უფლება პროკურატურას, მიემართა სასამართლოსთვის და უკვე სასამართლოს ემსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე.

არაუშავს, ეს მხოლოდ არცოდნის ბრალია“, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას, რომელსაც პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. პროკურატურა წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი პარლამენტმა გუშინ შეუჩერა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, ხოლო მოწმეებად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ჰყავს, რის გამოც მისთვის იმუნიტეტის შეჩერების საფუძველი არ არსებობდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილი არ იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]