weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

23:14 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ჩაკეტა, რომელიც ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ლაივპრესი“ ავრცელებს.

„ლაივპრესს“ გალში მცხოვრებმა რამდენიმე რესპონდენტმა უთხრა, რომ ხიდზე მოძრაობა 27 ივნისს, დღის ბოლოს აიკრძალა. ე.წ. მესაზღვრეეს მგზავრებისთვის ამის მიზეზი არ განუმარტავთ.

ენგურის ხიდის ჩაკეტვას წინ უძღოდა დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის მიმართვა ე.წ. პრეზიდენტისადმი. დეპუტატებმა რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, მხარი დაეჭირა რუსეთისთვის და ვიდრე საქართველოში ვითარება არ დასტაბილურდებოდა და არ ნახავდნენ, რომ მათთვის „საფრთხეები“ აღარ არსებობს, „საქართველოსთან საზღვარი“ ჩაეკეტა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]