weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუს არტისტებს უნდა ესმოდეთ, რომ საქართველო მათთვის უსაფრთხო არ არის – პესკოვი

17:39 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი რუს არტისტებს აფრთხილებს, რომ გასტროლების შემთხვევაში, საქართველოში უსაფრთხო გარემო არ დახვდებათ. ამის შესახებ პესკოვმა „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა.

„ჩვენმა არტისტებმა მოცემულ მომენტში უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს შესაძლოა სახიფათო იყოს. ჩვენ ხომ არ გვსმენია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ დაეგმოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას და ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებაზე თავდასხმას, ჩვენ ხომ არ გვსმენია არცერთის სიტყვა, რომელიც ამ მოქმედებას დაგმობდა. ამიტომ, ჩვენს არტისტებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ჯერჯერობით უსაფრთხო არ არის“, – განაცხადა პესკოვმა.

27 ივნისს ბათუმში რუსული ჯგუფის A’Studio-ს კონცერტია დაგეგმილი, რომელიც, როგორც დღეს გახდა ცნობილი, შესაძლოა გაუქმდეს ან გადაიდოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]