ტელეარხის ცნობით, კლუბ UP2U-ს მფლობელის, ირაკლი ფირანიშვილი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გავაუქმოთ. დღეს ან ხვალ გადაწყდება გადაიდება თუ გაუქმდება. ძალიან ბევრი ბილეთია გაყიდული, დიდი მოთხოვნა იყო“, – ამბობს ირაკლი ფირანიშვილი.
ბათუმში აღნიშნული კონცერტის ჩატარებას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.
A-Studio ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებზე ხშირად მღერის. ჯგუფის სოლისტი ქეთა თოფურია 2018 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.
კლუბის მფლობელი ამბობს, რომ მათთან მუქარის წერილები არ მისულა, თუმცა ზოგადად საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია აქვთ.