„რაც „რუსთავი 2“-ზე დღეს ვიხილეთ, არაფერია თუ არა პროვოკაციის ამაზზრზენი აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ის, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“.
ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება ბახტაძემ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.
გიორგი გაბუნიას, რომელმაც დღევანდელი გადაცემის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აგინა, ემიჯნება ტელეკომპანია. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ საკითხზე იმსჯელებენ თვითრეგულირების ორგანოში და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ.