weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსული მხარე განმარტავს, როდის შეძლებენ ქართული ავიაკომპანიები რუსეთში ფრენას

13:25 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო განმარტავს, რა პირობების შესრულების შემთხვევაში შეეძლებათ ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის ტერიტორიაზე ფრენების განახლება.

სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა, რომ ამისთვის ქართულმა ავიაკომპანიებმა სრულად უნდა დაფარონ საჰაერო ნავიგაციის მომსახურების დავალიანება.

„ფრენები შეჩერებული იქნება მანამ, ვიდრე არ წარმოგვიდგენენ „საქართველოს ავიახაზებისა“ და MyWay Airlines-ის საჰაერო უსაფრთხოების პროგრამებს, მათ აუდიტს და რუსული მხარის თანხმობას. ასევე, ვიდრე ქართული მხარე სრულად არ დაფარავს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების დავალიანებას“, – განაცხადა ვოლკოვმა.

22 ივნისს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, ქართული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთის ტერიტორიაზე 8 ივლისიდან შეჩერდებოდა. ამის მთავარ მიზეზად „საავიაციო უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა დაასახელეს. დღეს, 8 ივლისს, ასევე ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 21 ივნისს ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას უკრძალავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]