weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დუმაში „რუსთავი 2“-ის გამოსყიდვის და „ბაგრატიონ 1“-ის დარქმევის ინიციატივით გამოვიდნენ

16:01 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

რუსეთის დუმის დეპუტატი, ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ წევრი, ოლეგ ნილოვი გამოდის ინიციატივით, რომ ქართული სამაუწყებლო კომპანია გამოისყიდონ და „ბაგრატიონ 1“ დაარქვან.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამ წინადადებით დეპუტატმა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩიესლავ ვოლოდინს მიმართა.

„არ გავჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ ზომებზე. რატომ არ განვიხილავთ შესაძლებლობასა და აუცილებლობას, რომ სათანადო პასუხი გავცეთ მედიის სფეროშიც? აი, ეს ტელეარხი „რუსთავი 2“, მოდით შევხედოთ, იქნებ შესაძლებელია, რომ მათ შორის, რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის დახმარებით, გამოვისყიდოთ“, – განაცხადა ოლეგ ნილოვმა.

დეპუტატის აზრით, ქართულ დიასპორას „რუსთავი 2“-ის გამოსყიდვის სახსრები აქვს: „გუშინ ამბობდით, რომ ყოველწლიურად ქართული დიასპორა რუსეთიდან საქართველოში 200 მილიონ დოლარს გზავნის“.

დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას. საუბარია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანის აკრძალვაზე; ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]