weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

17:02 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

„ამას არ გავაკეთებდი ზუსტად ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ პუტინის განცხადებას.

რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გაბუნიასთვის ეს დიდი პატივი იქნებოდა.

„გააგრძელოს მაუწყებლობა“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტის შესახებ.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღო განცხადება „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების შესახებ“.

დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატა მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, განიხილოს საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა.

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, პირველ რიგში საუბარია რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების შეტანის აკრძალვაზე; ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვაზე.

„რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატები კატეგორიულად გმობენ განუწყვეტელ ანტირუსულ პროვოკაციებს საქართველოში და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია თავდასხმები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ დეგრადაციას გამოიწვევს“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]