weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კარგია და მისასალმებელი – ბახტაძე სანქციების შესახებ პუტინის გადაწყვეტილებაზე

22:03 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არის კარგი და მისასალმებელი. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ხალხთაშორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხთაშორისი ურთიერთობა არის ძალიან პრინციპული საკითხი და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

„რაც შეეხება კვირას საღამოს მომხდარ ფაქტს, იმ პათოლოგიურ ფრაზებს, რაც მოვისმინეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მით უმეტეს მიუღებელია ეს ჩვენი ერისთვის, ერისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამაყობს თავისი კულტურითა და ფასეულობებით.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე.

საქართველოს წინაშე არის ძალიან მტკივნეული გამოწვევები და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით. სრულიად მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზება. ეს არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, მსურს კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ეს კარგად გავითვალისწინოთ და პასუხისმგებლობით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. როგორც მან განმარტა, მისი ამ პოზიციის მიზეზი ქართველი ხალხისადმი პატივისცემაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]