weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოსთან ფრენების განახლებაზე საუბარი ნაადრევია – პუტინის პრეს-მდივანი

16:26 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლება გამორიცხული არ არის, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია, რამდენადაც, პესკოვის შეფასებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს კვლავ ემუქრებათ საფრთხე.

„რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოვრიცხოთ ფრენების განახლება და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, მაგრამ ახლა, როდესაც ქართული საზოგადოება ძალიან არის პოლარიზებული, რასაც ექსტრემისტული ელფერიც აქვს და ანტირუსული, რუსოფობიური გამოვლინებებია, დიდი რაოდენობით რუსი ტურისტებისთვის საქართველოში საფრთხე ობიექტურად არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე - როდის შეიძლება განახლდეს ფრენები საქართველოსთან და რაზეა ეს დამოკიდებული.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის თქმით, საქართველოს მიმართულებით ფრენების გაუქმება აბსოლუტურად იძულებითი ზომა იყო.

„შესაბამისად, მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება და როგორც კი გაჩნდება იმის ნიშნები, რომ სიტუაცია ნორმალიზებულია რუსი ტურისტებისთვის, რუსოფობიული გამოვლინებების შედეგი გაქრა, მაშინ იქნება ანალიზისა და სხვა გადაწყვეტილებების მიღების დრო, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა“, – განაცხადა პესკოვმა.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 21 ივნისს ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას უკრძალავს, 8 ივლისიდან ამოქმედდა. რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულება აეკრძალათ ქართულ ავიაკომპანიებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]