weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მელია კომუნიკაციაში იყო ხალხთან, რომელიც 21 ივნისის დილით თბილისს არბევდა – გახარია

09:53 პარასკევი, 12 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 21 ივნისს, გამთენიისას ქალაქში გადაადგილდებოდნენ ჯგუფები, რომლებიც არბევდნენ ქუჩებს და საფრთხეს უქმნიდნენ მოსახლეობას. როგორც გახარიამ თქვა, მათთან პირდაპირ კომუნიკაციაში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.

„რამდენიმე ჯგუფი უბრალოდ გაიშალა ქალაქში - ეს იყო რუსთაველის გამზირი, ეს იყო გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. მე არ ვამბობ ყველაზე. გამთენიამდე ეს ხალხი, დაახლოებით 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო, მათ შორის, ნიკანორ მელიაც, დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე... ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები, როდესაც ახალგაღვიძებულ ქალაქს, მოქალაქეებს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები როგორც მოქალაქეზე, ასევე მათ ქონებაზე და ასევე პოლიციაზე და ეს კადრები მთელმა ქვეყანამ იხილა. რაღაც მომენტში გახდა აუცილებელი ამ ჯგუფების ლოკალიზება. რატომ იცით? 7 საათზე, 8 საათზე ქალაქი, რომ გაიღვიძებდა, ქალაქში იქნებოდა რამდენიმე ჯგუფი სხვადასხვა მოტივით, ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ მელიქიშვილის ქუჩაზე მიდიოდნენ და არბევდნენ ქუჩას და ეს კადრებიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემაში „რეაქცია“.

ნიკა მელია 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული. მას პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას გირაო შეუფარდა და შეზღუდვები დაუწესა, მათ შორის, ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]