weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარისგან სექსისტური კომენტარისთვის ბოდიშს ითხოვენ

02:47 შაბათი, 13 ივლისი 2019

რუსთავის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანისგან, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით გაკეთებული კომენტარის გამო, საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აქცია 15 ივლისს, 12-დან 15 საათამდე გაიმართება.

„მოიხადოს საჯარო ბოდიში ლევან ონიანმა სექსიზმისთვის, რომელიც ახალისებს სექსუალურ ძალადობას ქვეყანაში“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან ონიანმა პოსტზე, რომელიც გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას და შს მინისტრ გიორგი გახარიასთან მის ინტერვიუს ეხებოდა, დაწერა: „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. „რეგინფო“ ონიანს ვერ დაუკავშირდა, თუმცა მან სხვა მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ თავის კომენტარში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას არ გულისხმობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]