weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ „ინგაზე“ კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა

10:03 ორშაბათი, 15 ივლისი 2019

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიში მოუხადა სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი და სექსისტური კომენტარის გამო. თუმცა, ონიანი ირწმუნება, რომ კომენტარი სხვა ინგაზე იყო და მეგობრული მიმოწერა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა.

„მიუხედავად იმისა,რომ ჩემი მეგობრული ხუმრობა მის ადრესატს საერთოდ არ სწყენია, პირველ რიგში მას ვუხდი ბოდიშს, შექმნილი უხერხულობისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს პარტია „ქართული ოცნებიდან“, რომლის იმიჯსაც შეეხო ეს აჟიოტაჟი, რომლის წარმატებისთვისაც ბევრი მიბრძოლია და კიდევ ვიბრძოლებ, რადგან მჯერა, რომ ერთადერთი პარტიაა პოლიტიკურ ასპარეზზე და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე.

დიახ, „ქართული ოცნების“ მონაპოვარია სიტყვის თავისუფლება, რომელიც ხშირად ერთმანეთის და ქვეყნის შეურაცხყოფაში გვერევა. ჰოდა, რადგან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ.

ბოდიშს გიხდით, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან. ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ...

და აქვე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ თვეში კიდევ ერთხელ გახდება დედა და ბოლო დღეებია ჩემს გამო ისმენს უამრავ ლანძღვას და გინებას. .. იმედს ვიტოვებ, ჩვენს შვილებს ისეთ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, სადაც მეგობრული მიმოწერები პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ ხდება და სადაც ყველამ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.

რამდენიმე დღის წინ პოსტზე, რომელიც გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას და შს მინისტრ გიორგი გახარიასთან მის ინტერვიუს ეხებოდა, დაწერა: „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. ამ განცხადებისთვის ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ ქალის დაკნინება არავის უნდა გაუვიდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]