weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მე რუსეთის როლს ვხედავ საქართველოს გაერთიანების პროცესში – ირმა ინაშვილი

11:16 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

მე რუსეთის როლს ვხედავ საქართველოს გაერთიანების პროცესში, სწორედ რუსეთში დევს სოხუმის და ცხინვალის დაბრუნების გასაღები“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მისი თანაპარტიელების მოსკოვში ვიზიტზე ისაუბრა.

„მე რუსეთის როლს ვხედავ საქართველოს გაერთიანების პროცესში და ვხედავ იმაში, რომ რუსეთთან ასეთი პირდაპირი დიალოგის შედეგად, სწორედ რუსეთში დევს სოხუმის და ცხინვალის დაბრუნების გასაღები. თუ ამას ვერ ხვდებით, საერთოდ ცუდად ყოფილა საქმე. ჩვენ არ უნდა გამოვაყენებინოთ, დიპლომატია, გონივრულობა, ბრძნული მოქმედებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ“, – ამბობს ირმა ინაშვილი.

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები - პარლამენტარები გიორგი ლომია და ადა მარშანია, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი გოჩა თევდორაძე, მოსკოვში იმყოფებიან, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ რუს კოლეგებს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში დახმარება სთხოვეს.

„ჩვენს კოლეგებს, რუს დეპუტატებს ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში. რუსეთის ხელისუფლება ძალიან დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში. ამიტომ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს ეს. ისინი დაგვთანხმდნენ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]