weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რაც „რუსთავი 2“-ზე მოხდა, ქვეყნის სირცხვილია – ივანიშვილი პუტინის გინებაზე

13:46 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

„ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ზე, არის სირცხვილი. ეს არის ქვეყნის სირცხვილი, არა მარტო „რუსთავი 2“-ის. ეს არის ჩვენი კულტურის სირცხვილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ ეთერზე, სადაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა.

„ესეთი ლანძღვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას... როგორ არის ის სიტყვა? განსჯის და განსჯის საგანია. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც“, – თქვა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.

მას კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინტერვიუზე, სადაც ის ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მიერ გაბუნიას დაგმობა, მნიშვნელოვანია. ამავე ინტერვიუში ლავროვი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებსაც ასახელებს.

„კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი მცდელობის - ტურიზმი შეჩერდეს საქართველში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს - ამის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს. [...] მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]