„ესეთი ლანძღვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას... როგორ არის ის სიტყვა? განსჯის და განსჯის საგანია. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც“, – თქვა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
მას კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინტერვიუზე, სადაც ის ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მიერ გაბუნიას დაგმობა, მნიშვნელოვანია. ამავე ინტერვიუში ლავროვი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებსაც ასახელებს.
„კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი მცდელობის - ტურიზმი შეჩერდეს საქართველში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს - ამის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს. [...] მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.